|
2019-12-20 16:55:56, 3015 ნახვა
სამართალი
სუს-ი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის გახნგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის გახანგძლივებას. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)