18:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 16:02:38, 1989 ნახვა

კომენტარი
გომელაური: გმირები არიან ნამდვილად ჩვენი პოლიციელები, სახლიდან რომ გამოდიან ნამდვილად არ იციან დაბრუნდებიან თუ არა შინ ცოცხალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა.

ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენი პოლიციელის დაჭრა. მოულოდნელად მოქალაქე აჩერებდა და ყელში მიაყენა 2 ჭრილობა, რომელიც ძალიან მძიმე ჭრილობები იყო. შემდეგ უკვე მეწყვილემ მოახერხა დამნაშავის ადგილზევე დაკავება. ასევე ჩაერთო მოქალაქე, რომელიც მიეხმარა. დიდი მადლობა მინდა იმ მოქალაქეს გადავუხადო, რომელიც მიჰყვა საავადმყოფომდე და მადლობა დიდი ექიმებს, მედპერსონალს, ვინც ჩაერთო და გადაარჩინა ჩვენი პატრულ-ინსპექტორი. ჯანმრთელად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გამოვა სამსახურში, ჩაერთვება ისევ მუშაობაში.

მე მინდა ხაზი გავუსვა ყველა პოლიციელი, ყველა, პატრულის თანამშრომელი იქნება თუ კრიმინალური პოლიციის, ყოველ დღე უწევთ მათ გასვლა და ასეთ შემთხვევებზე შესწრება. სახლიდან რომ გამოდიან ნამდვილად არ იციან ისინი დაბრუნდებიან თუ არა სახლში ცოცხალი ან ჯანმრთელი. მინდა, რომ ყველამ პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. გმირები არიან ნამდვილად ჩვენი პოლიციელები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის 29 წლის თანამშრომელი დაჭრეს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics