18:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 16:06:08, 1893 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი გამსახურდიას დაჭრაზე: რა შუაშია აქ პოლიტიკა?! ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ

„რა შუაშია აქ პოლიტიკა?! ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ“,- ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც მინისტრმა განაცხადა, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

„ცოტნე გამსახურდია დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა 2008 თუ 2009 წელს უსამართლოდ და რამდენიმე ხანი, წლებით იჯდა ციხეში . ყველა კრიმინალი ვინც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული ყველა იქნება დასჯილი, მაგრამ ცოტნე გამსახურდია, თქვენმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში, აი ამაზე ისაუბრეთ თქვენ. მე ძალიან კარგად ვიცნობ ცოტნეს და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს. ყველა კრიმინალი უნდა იყოს დასჯილი, რა შუაშია აქ პოლიტიკა, ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ. პოლიტიკური ნიშნით დევნა არის თქვენი ხელწერა, თქვენი პარტიის, თქვენ წარმოადგენთ პარტიას“, - მიმართა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია გუშინ დაჭრეს. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთ-ერთი გულ-მკერდის არეში. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გამსახურდია საავადმყოფოში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics