21:18 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 14:27:36, 1719 ნახვა

კომენტარი
მინისტრის მოადგილე: გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დამატებით ჩარევებზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის

„ბოლო ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის მძიმედ სტაბილური, როგორც შეესაბამება ოპერაციების შემდგომ მდგომარეობას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დამატებით სამედიცინო ჩარევებზე საუბრის აუცილებლობა არ არსებობს.

„ბოლო ინფორმაციით ჩვენ დიდხანს გვქონდა უშუალოდ შეხვედრა  ჩვენს კოლეგებთან. ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა სტაბილურად  მძიმეა. ამ შემთხვევაში იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა იმყოფება სამკურნალო დაკვირვების ქვეშ. გამომდინარე იქიდან, რომ გადატანილი იქნა რამდენიმე ოპერაცია, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ოპერატიული მოძრაობის სამინისტრო პერსონალის, როგორც სასწრაფო, ასევე უშუალოდ ადგილზე კლინიკის. მიმდინარეობს სათანადო მკურნალობა და გამომდინარე აქედან, ჩვენ გვჭირდება დრო ეტაპების განვითარების მიხედვით. ჩატარდა ქირურგიული ტრავმატოლოგიური, ანგეოლოგიური ოპერაციები. ამ შემთხვევაში მდგომარეობა არის მძიმედ სტაბილური, როგორც შეესაბამება ოპერაციების შემდგომ მდგომარეობას. მიმდინარეობს სათანადო გამოძიებები შესაბამისი ორგანოების მხრიდან. ამ ეტაპზე დამატებით ჩარევებზე საუბარი არ არის. აქედან გამომდინარე, დინამიკურად ვაკვირდებით და გვექნება ის გადაწყვეტილება როგორც განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახუდია გუშინ, 19 დეკემბერს, ვერაზე მის საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში უცნობმა პირმა მიაყენა. ფაქტზე გამოძიება 19-108-ე განზრახ მცდელობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics