|
2019-12-19 18:39:21, 1724 ნახვა
სამართალი
პროკურორი: დაკავებული გამომძიებლის საქმეზე დაზარალებულად 2 პირია ცნობილი
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებულია საფრთხეებით, ეს არის მტკიცებულებების მოპოვების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე“, -ამის შესახებ პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ დაკავებული გამომძიებელის მარიანა ჩოლოიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. პროკურორმა ასევე განმარტა, რომ საქმე ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს და სხვა ნივთიერს მტკიცებულებებს, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სსკ-ს 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. „აღნიშნული გულისხმობს, მოწმეთა ზემოქმედებას გამოძიების ეტაპზე, როდესაც ხდებოდა არასრულწლოვანთა მიმართებით ჩვენების მიცემის იძულება“, - აღნიშნა ლევან ქუთათელაძემ. პროკურორის თქმით, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2 პირი, საუბარია დანაშაულის 2 ეპიზოდზე და ბრალდების მხარე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი მტკიცებულება არსებობს. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)