|
2019-12-18 20:52:21, 1809 ნახვა
სამართალი
ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ თანამშრომლების გამოკითხვა გრძელდება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, „მწვანე სკოლის“ თანამშრომლების გამოკითხვა გრძელდება. ამ დროისთვის გამოძიების კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე ელისო ნიჟარაძე პასუხობს. დღის განმავლობაში უწყებაში ასევე იმყოფებოდნენ სკოლის დაცვის თანამშრომელი უჩა მჭედლიშვილი და დირექტორის კიდევ ერთი მოადგილე მანანა ქაჯაია. მჭედლიშვილი სწორედ იმ ღამეს მორიგეობდა, როდესაც სკოლის კედელზე წარწერა გაკეთდა. როგორც მან აღნიშნა, უცნობი პირი ტერიტორიაზე უკანა ღობიდან გადაძვრა, სადაც არც კამერები იყო და არც დაცვა. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციამ მოსწავლეები სკოლაშიც დაკითხა, თუმცა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. შეგახსენებთ, 10 დეკემბერს, მწვანე სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გამო, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით იმ პირის იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს, რომელმაც წარწერა გააკეთა, ამიტომ არასრულწლოვნები განყოფილებაში დაიბარეს და გამოკითხეს. სწორედ ამ დროს გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის გოგონამ სცადა. სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)