|
2019-12-18 17:56:16, 1761 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე: ეს არის ერის ტრაგედია და ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი
„ეს არის ერის ტრაგედია, ამ შემთხვევაში არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი, ამის წინააღმდეგ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რადგან ეს არის ერის მომავალი“ - ასე ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. მისი თქმით, ეს სისტემური ხარვეზია და არ შეიძლება პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ პიროვნებას დავაკისროთ. „ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ძალიან ემოციური, მე ვარ მოზარდის დედა, ჩემი შვილიც რა თქმა უნდა არის საკმაოდ ემოციური ამ ფაქტის მიმართ. ეს იყო ჩემთვის ძალიან ძნელი. მე აუცილებლად ვითანამშრომლებ სხვადასხვა უწყებებთან. ვთლი, რომ ეს არის სისტემური ხარვეზი და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას. ჩვენ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია და ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი. ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ერის მომავალი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლებში სოციალური მუშაკების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღნიშნული ტრაგედია არ განმეორდეს. „ჩვენს როლს ამ კუთხით ვხედავთ სოციალური მუშაკების ჩართულობით სკოლებში. მეტ-ნაკლები შეხება ჩვენს უწყებას ჰქონდა საჯარო სკოლებთან და არ გვქონია კერძო სექტორის სკოლებთან. მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ჩართულობა, რათა გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომელიც სკოლაში არსებობს, ეს იქნება პედაგოგების მხრიდან მოსწავლეთა მიმართებაში თუ თვითონ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი. ის ტრაგედია, რომელიც უკვე დადგა აღარ უნდა განმეორდეს“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საჯარო უწყებებს მსგავსი ტიპის სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმის დასახვა და წარმოდგენა დაავალა, რისთვისაც ერთი კვირის ვადა მისცა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სოციალური მუშაკების სკოლებში აქტიური ჩართულობა ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა. ერთი კვირა კი საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ სამინისტრომ პირველადი ხედვა წარადგინოს, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო დასახვეწი იქნება, შემდეგი ნაბიჯები კი შესათანხმებელი. შეგახსენებთ, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი გუშინ გარდაიცვალა. საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)