|
2019-12-18 13:21:36, 1466 ნახვა
კომენტარი
დავითულიანი კუხიანიძის გარიცხვაზე: მოვიქეცით კანონის შესაბამისად და არა ისე, როგორც ოპონენტები გვკარნახობდნენ
„ჩვენ მოვიქეცით ზუსტად ისე, როგორც ამას გვკარნახობდა კანონი და ფრაქციის შიდა წესდება და არა ისე, როგორც გვკარნახობდნენ ამას ჩვენი ოპონენტები“,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა, ერეკლე კუხიანიძის გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე კუხიანიძის გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხსაც დააყენებენ. "ჩვენ შევიკრიბებით დადგენილ ვადებში, პროცედურის მიხედვით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები, შესაბამისად დავაყენეთ შუამდგომლობა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ჩვენ მოვიქეცით ზუსტად ისე, როგორც ამას გვკარნახობდა კანონი და ფრაქციის შიდა წესდება და არა ისე, როგორც გვკარნახობდნენ ამას ჩვენი ოპონენტები“, - განაცხადა დავითულიანმა. რაც შეეხება კუხიანიძისთვის მანდატის შეწყვეტას, დავითულიანმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი განცხადების საფუძველზე შეიძლება მოხდეს. „საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ პირადი განცხადება, იმიტომ, რომ სხვა იურიდიული მოტივი ამისი არ არსებობს. შესაბამისად ჩვენ ამას ვერაფრით ვერ ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება," - აცხადებს ბექა დავითულიანი. შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს "პროვოკატორები" უწოდა შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს შენობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაპირისირების დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)