|
2019-12-18 12:11:06, 2015 ნახვა
სამართალი
ლუკა სირაძის გარდა, მთვითმკვლელობა მწვანე სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ სცადა
„მწვანე სკოლის“ დირექტორი ბექა დავითური სკოლის კიდევ ერთი მოსწავლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ადასტურებს. დავითური მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს. „ის ფაქტები და კიდევ სხვა ფაქტები ამ საქმესთან დაკავშირებული არის გამოძიების საკითხი. ამ საქმეში არის დეტალები, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გააჟღეროს. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ის ადამიანები ვისაც შემხებლობა ჰქონდა ამ საქმესთან მათი მდგომარეობა იყო მძიმე. არა მარტო ამ გოგონას, არამედ სხვა კლასელების მდგომარეობაც იყო და არის რთული, პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით“, - განაცხადა დირექტორმა. შეგახსენებთ, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი გუშინ გარდაიცვალა. საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)