|
2019-12-17 15:45:58, 1846 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია: ერეკლე კუხიანიძე არის „გავრილოვი 2“, ვითხოვთ მის გაგდებას საკრებულოდან!
„ერეკლე კუხიანიძე არის „გავგრილოვი 2“, რომელიც თავს ესხმის რუსეთის ციხეში დაკავებულ ვაჟა ექიმს და ამაზე საზოგადოებას აქვს მწვავე რეაქცია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საკრებულოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, ის რაც დღეს საკრებულოს შენობაში მოხდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ნიღბის მოხსნა იყო. „დღეს ჩვენ რაც ვნახეთ საკრებულოში ეს იყო კიდევ ერთხელ ნიღაბის მოხდა „ქართული ოცნებისგან“. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიციელები, ზონდერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსები დადგნენ კუხიანიძის სამსახურში. იცავენ ადამიანს, რომელმაც შეურაცხყო ჩვენი საზოგადოების ღირსება. კუხიანიძე არის „გავგრილოვი 2“, რომელიც თავს ესხმის რუსეთის ციხეში დაკავებულ ვაჟა ექიმს და ამაზე საზოგადოებას აქვს მწვავე რეაქცია. ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვითხოვთ კუხიანიძის გაგდებას საკრებულოდან. შეუძლებელია, რომ კუხიანიძე ჩვენი მოქალაქეების ფულით მუშაობდეს აქ, საკრებულოში“,- განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში დილიდან ხმაურია და დაპირისპირებაა. თავდაპირველად ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საკრებულოს დეპუტატის „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და კარავი გაშალეს. ოთახიდან მათ გამოყვანას უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქტივისტები მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, საპატრულო პოლიციამ 4 პირი დააკავა და მათ შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ამის შემდეგ „ნაციონალური მორაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე და „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ და განმარტება მოითხოვეს, თუ რატომ არ უშვებს მმართველი გუნდი საკრებულოდან დეპუტატ კუხიანიძეს. ვითარება საკრებულოში ამ დრომდე დაძაბულია. მმართველი გუნდისა და ოპოოზიციის წარმომადგენლები პერიოდულად ერთმანეთს უპირისპირდებიან. შენობაში მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჯა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი გააკრიტიკა. კუხიანიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში გარინდაშვილის ოჯახს პროვოკატორები უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)