17:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 18:26:52, 591 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ლეჟავა: თუ გვინდა, რომ ენერგოსექტორი შევინარჩუნოთ, ტარიფის შემდგომი ზრდა გარდაუვალია

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ ლეჟავას შეფასებით, ელექტროენერგიის ტარიფი კიდევ გაძვირდება.

ამის შესახებ ლეჟავამ „ექსპრესნიუსთან“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის  ტარიფის 3,348 თეთრით გაზრდის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკს სავარაუდოდ, სხვა ელექტროგამანაწილებელი კომპანიებიც მიმართავენ.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ენერგოსექტორი შევინარჩუნოთ და ჩვენს სახლებსა და სამსახურებში სითბო და სინათლე გვქონდეს, ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. რაც შეეხება სოციალურად გაჭირვებული ფენების ტვირთის შემსუბუქებას, ეს არ უნდა მოხდეს ენერგოსექტორის სუბსიდირების გზით, ეს უნდა მოხდეს მათთვის დახმარების მიცემის გზით.

ჩვენ თუ ვასუბსიდირებთ კომპანიებს, მივიღებთ მახინჯ სისტემას, მოხმარება გაიზრდება და კომაპანიები „გაირყვნებიან“. თუ ჩვენ გვაინტერესებს ოჯახების ბედი, მათი მიზნობრივი დახმარება უნდა გაიზარდოს. სავარაუდოდ, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკს სხვა ელექტროგამანაწილებელი კომპანიებიც მიმართავენ, რადგან ეს მათ ფინანსურ მდგრადობას სჭირდება“, - განაცხადა ვახტანგ ლეჟავამ.

შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაზარდა.

ამ ეტაპზე სამომხმარებლო ტარიფი (დღგ-ს გარეშე) 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 7.630 თეთრს შეადგენს; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრს; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.830 თეთრს შეადგენს.

შესაბამისად, 1 აგვისტოდან 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics