17:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 17:56:40, 661 ნახვა

ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: დენის ტარიფის გაზრდა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა

„ხალხის ჯიბეში აფათურეს ხელი, ენერგეტიკა დააზიანეს, ამაშია ხელისუფლების დიდი შეცდომა“,-ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ  სემეკის მიერ „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის  ტარიფის 3,348 თეთრით გაძვირების საკითხი. 

გიორხელიძის თქმით, მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის თითქმის 4 თეთრით გაძვირება უზარმაზარი ზრდაა. 

„ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. არანაირი ობიექტური დასაბუთება არ არსებობს იმის, რომ ტარიფი უნდა გაზრდილიყო, პირიქით ტარიფის ოპტიმიზაცია უნდა მომხდარიყო.  ხელისუფლებაში და მთავრობაში მყოფი ლობი დიდი ხანია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და თავისას მიაღწია. ტარიფები გაიზარდა ორი, სამი ენერგომაფიოზური ჯგუფის სასარგებლოდ.  შედეგი ძალიან მძიმე იქნება. ისედაც შეკუმშული ეკონომიკა, კიდევ უფრო შეიკუმშება. მცირე და საშუალო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება“,-განაცხადა გიორხელიძემ. 

ამასთან, როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, „ენერგო-პრო-ჯორჯია“ ოდიოზური ორგანიზაციაა, რომელიც არ უნდა არსებობდეს. 

„ენერგო-პრო-ჯორჯია“ თავისთავად ოდიოზური ორგანიზაციაა, რომელიც არ უნდა არსებობდეს.  ეს კომპანია  რეალურად წინა ხელისუფლების მთავარი აღმასრულებელი ფიგურანტის მიერ იქნა შექმნილი. „ენერგო-პრო“ დღესაც დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ფაქტია, ტარიფები გაიზარდა „ენერგო-პროსთვის“,  რომ იგი უფრო სარფიანად იქნას გაყიდული“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ დემურ გიორხელიძემ.

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაზარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე იქნა მიღებული.  

სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით  გაიზარდა. 

ცნობისთვის, ამ ეტაპზე სამომხმარებლო ტარიფი (დღგ-ს გარეშე)101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 7.630 თეთრს შეადგენს; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრს; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.830 თეთრს შეადგენს.

შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics