|
2019-12-12 14:22:55, 1633 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია: პარლამენტის შენობაში უფრო მძიმე უკანონობის სუნი დგას
„აქ, ამ შენობაში უფრო მძიმე უკანონობის სუნი დგას, ამას მოვერიოთ და როგორმე დავძლიოთ, თორემ ამ ყველაფერს ეშველება“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების შეტანის ფაქტს. მან ასევე ისაუბრა მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და აღნიშნა, ცდილობს, კენჭისყრა შეაჩეროს. „მე არავინ არ მინახავს, ალბათ, რომ გავედი მერე იყო. რაღაცა სპეციფიური სუნი არის, მაგრამ ვერ გეტყვით რისი სუნია. აქ, ამ შენობაში უფრო მძიმე უკანონობის სუნი დგას, ამას მოვერიოთ როგორმე დავძლიოთ, თორემ ამ ყველაფერს ეშველება. ყველანაირი მცდელობა მაქვს, რომ როგორმე ეს კენჭისყრა შევაჩერო. კომიტეტმა 5 კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, 5-ით ნაკლები საფრთხე არის ქვეყნისა და უზენაესი სასამართლოსთვის, მაგრამ ვინც დარჩა და ვინც დარჩება, როგორც ჩანს მაინც საფრთხე რჩება“,- განაცხადა ბესელიამ. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანა. კობახიძის განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მან ასევე უსაფრთხოების მიზნით, დეპუტატებს და მედიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)