13:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 14:06:47, 2302 ნახვა

რეგიონი
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი 350 094 700 ლარით განისაზღვრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 350 094 700 ლარს შადგენს.

2019 წელთან შედარებით ფინანსური დოკუმენტი 7 890 900 ლარით, 2,3%-ით გაიზარდა.

➡ აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პარამეტრებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ისაუბრა.

➡ 2020 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 301 250 000 მლნ.ლარია, წინა წელთან შედარებით ზრდა 30 254 000 ლარს, 11% შეადგენს.

➡ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 5 216 800 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 3 250 200 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 112 762 300 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 56 390 100 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 21 000 000 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 15 178 200 ლარი;

▶ 2020 წელს აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე 220 მლნ. ლარი დაიხარჯება, აჭარის ბიუჯეტის 63%

▶ აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 64 მლნ ლარი დაიხარჯება. აშენდება 14 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 არსებულ ხიდს, მოეწყობა 189 კმ. გზის საფარი

▶ 2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 18% იზარდება, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება 2 362 000 ლარით

▶ 2020 წლიდან პირველად დაფინანსდება პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობა

▶ 2020 წლიდან 20%-ით გაიზრდება სახელოვნებო და სასპორტო, საჯარო-საპანსიო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება

▶ 2020 წლიდან 23.8% გაიზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის დაფინანსება

▶ 2020 წელს, პირველად, 18-დან 25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პროგრამა განხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics