|
2019-12-12 12:59:29, 1597 ნახვა
კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილი: დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები გადმოიფორმა
„დღეს "ქართულმა ოცნებამ" გადმოიფორმა სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიული კომიტეტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა უმრავლესობისთვის რეკომენდაციის გაწევას. მისი თქმით, დღეიდან „ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისაგან“ არაფრით განსხვავდება. „დღეს, „ქართული ოცნება“ ჩემთვის დამთავრდა, როგორც ფასეულობების პროგრესის მომავალზე ორიენტირებული პარტია. დღეს "ქართულმა ოცნებამ" გადმოიფორმა სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები. 1 ოქტომბერი, დღეს ამ დარბაზში იურიდიული კომიტეტის დარბაზში დამთავრდა. დღეიდან "ქართული ოცნება" არის ჩვეულებრივი პარტია, რომელსაც აქვს უზურპირებული ხელისუფლება, უკვე დიდი არაფრით არ განსხვავდება მისი წინამორბედი ხელისუფლებისაგან“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან, 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია. კენჭისყრის პროცედურა ხმაურის ფონზე წარიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)