21:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 11:10:51, 1045 ნახვა

კომენტარი
ბესელია ოხანაშვილს: მე რომ აქ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი

„მე რომ აქ რეგლამენტს ვწერდი და ვმუშაობდი, შენ პარლამენტის გზებს ეძებდი სად იყო“, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.

დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტის დღევანდელი სხდომა რეგლამენტის დარღვევით ჩაინიშნა.

„მე ვაყენებ საკითხს, რომ დღეს კომიტეტის სხდომის გამართვა არის რეგლამენტის საწინააღმდეგო და კანონის უხეში დარღვევა. მოგიწოდებთ, განმარტოთ, რის საფუძველზე დაინიშნა საესიო დღეს კომიტეტი სხდომა, რატომ ვერ მოესწრო ეს თუნდაც წინა კვირას, როდესაც იყო საკომიტეტო მუშაობის დღე. რატომ დაინიშნა ბოლო სასესიო კვირას და რატომ მოხდა კანონის დარღვევით ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა“, - განაცხადა ბესელიამ.

მას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ სხდომა რეგლამენტის და კანონის დაცვით არის ჩანიშნული.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ თქვენგან იმაზე მითითებას, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თითქოს პროცედურებს არღვევეს, თუმცა ვერცერთი ობიექტური დამკვირვებელი ჩვენ ამის შესახებ ვერ მიგვითითებს. პარლამენტის რეგლამენტის სრული დაცვით ჩაინიშნა კომიტეტის სხდომა 3 დღით ადრე, დღის წესრიგი დადებული იყო და თქვენს გარდა არავის გამოუთქვამს პრეტენზია. რაც შეეხება პლენარული სხდომების კვირაში კომიტეტის ჩატარების საკითხს, სწორედ რეგლამენტის შესაბამისად, ნებადართული პლენარული სხდომის კვირაში ნებისმიერ დროს საკითხის განხილვა თუკი ეს არ არის კანონპროექტი. გთხოვთ გაეცნოთ რეგლამენტის 34-ე მუხლს. თქვენი შეფასება არ მიკვირს, ეს თქვენი არჩევანია“, - მიმართა ოხანაშვილმა ბესელიას.

საპასუხოდ, ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, პერსონალური შეფასებებისგან თავი შეეკავებინა და სამართლებრივი არგუმენტებით ესაუბრა.

„მე ვსაუბრობ სამართლებრივ არგუმენტებზე ანრი, ამიტომ მოგიწოდებ, პერსონალურ შეფასებებს თავი დაანებე, თუ გინდა, რომ სხდომა ნორმალურად წარმართო. მე რომ აქ რეგლამენტს ვწერდი და ვმუშაობდი, შენ პარლამენტის გზებს ეძებდი სად იყო. ამიტომ თავი დავანებოთ ეხლა ვინ რა იცის და ვინ რას იცავდა. ეს ჩემი გაფრთხილებაა. იურიდიულ კომიტეტში ვილაპარაკოთ არგუმენტებზე და მიპასუხეთ სამართლებრივად“, - მიმართა ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics