|
2019-12-12 10:09:38, 1629 ნახვა
სამართალი
სირაძე: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი განაგრძონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი მშვიდ ვითარებაში განაგრძონ და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები არ ჩაკეტონ. რაც შეეხება ადგილზე მომხდარ დაპირისპირებას, სირაძე აცხადებს, რომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული, თუმცა ზუსტ ციფრს ამ დროისთვის ვერ ასახელებს. „გარკვეული პირები დაკავებული არიან პოლიციის წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ზუსტ ციფრს ვერ მოგახსენებთ. აქციის მონაწილეები, როდესაც იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას, შეეძლოთ მათ გამოეხატათ პროტესტი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და შეეძლოთ განეგრძოთ მშვიდ ვითარებაში. შემდეგ, გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი განაგრძონ მშვიდ ვითარებაში. ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)