|
2019-12-11 19:03:41, 1549 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: დილიდან მოვახდენთ პარლამენტის პიკეტირებას - ან ისევ პოლიციელები უნდა მოიყვანონ, ან ღამე გაათენონ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირება ისევ იგეგმება. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სურთ, ასეულობით პოლიციელის გამოყვანა ან ღამის გათენება მოუწევთ. „დილიდან გვექნება პიკეტირება პარლამენტის. იცით, რომ მოსამართლეების არჩევას აპირებენ და ნიკა მელიას საკითხიც დღის წესრიგშია. ნიკა მელია დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რას დააკლებენ ამით? კიდევ ერთ სამარცხვინო ფურცელს ჩაიწერენ მათი მხრიდან დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ჩამონათვალში. სანამ ამ სამარცხვინო კლოუნების ლიდერი ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას და არ წაიღებს უკან, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ. ხვალაც უნდა მოიყვანონ ასეულობით პოლიციელი ან გაათენონ ღამე, აირჩიონ თვითონ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)