|
2019-12-11 18:41:11, 1551 ნახვა
კომენტარი
უგულავა თავდასხმაზე: რუსეთში ივანიშვილის საქმიანობის შესახებ მასალების გასაცნობად ლარნაკაში მივდიოდით
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, მასსა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარნაკაში ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციების მისაღებად მიდიოდა, თუმცა თავდასხმის გამო, წასვლა ვეღარ შეძლო. „ჩვენ რამოდენიმე დღით მივდიოდით ლარნაკაში. მქონდა შეხვედრა რამდენიმე არასაქართველოს მოქალაქესთან და ზუსტად ამას ვუკავშირებ, საქმე ეხება ივანიშვილის საგმირო საქმეებს, მაშინ როცა ის რუსეთში იყო, აქ საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, საუბარია ფულის გათეთრებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სხვადასხვა ადამიანებს მოეპოვებათ, მე უნდა გავცნობოდი ამას და შესაბამისად, როგორც კი ივანიშვილმა და მისმა "ოპრიჩნიკებმა" ეს გაიგეს, მოაწყვეს სამასხარაო ჩხუბი აეროპორტის დახურულ ზონაში. ეს კიდე უფრო მეტად მიღრმავებს იმ ეჭვს, რომ ის საბუთები, რომელიც მე უნდა მენახა ღირს ნახვად და არათუ ღირს ნახვად, როგორც ჩანს, საზოგადოებისთვისაც ღირს ნახვად, იმიტომ, რომ ამხელა ოპერაციის დადგმა, იმისთვის, რომ ხელი შეუშალო ადამიანს, რომ არ შევიდეს და არ შეხვდეს მხოლოდ და მხოლოდ ამაზე მეტყველებს“,- განაცხადა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)