|
2019-12-11 18:21:33, 1440 ნახვა
კომენტარი
კობახიძე მელიაზე: არ გვინდა ჩვენი კოლეგა ერქვას ადამიანს, რომელსაც კრიმინალის სტატუსი აქვს
„ადამიანს, რომელსაც აქვს ოფიციალურად მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, არ გვინდა რომ ჩვენი კოლეგა ერქვას“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დეპუტატ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მელიას ოფიციალურად მიენიჭა კრიმინალის სტატუსი რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს. „სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, განაჩენი საკმაოდ რბილი იყო, საპატიმრო სასჯელიც კი არ შეეფარდა ადამიანს, რომელსაც საკმაოდ მძიმე დანაშაული აქვს ზოგადად ჩადენილი. ეს სანქცია იძლევა, რა თქმა უნდა, პარლამენტისთვის იმის საფუძველს, რომ შეუწყდეს დეპუტატს უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში დადგა სისხლისსამართლებრივი განაჩენი, ანუ უკვე გვყავს გაფორმებული კრიმინალი საქართველოს პარლამენტში, ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ოფიციალურად მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი არ გვინდა რომ ერქვას ჩვენი კოლეგა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)