|
2019-12-10 13:48:20, 1594 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი ომბუდსმენის ანგარიშზე: სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ იქ სამართალდამრღვევები იმყოფებიან
„როდესაც ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს, რომ იქ იმყოფებიან სამართალდამრღვევები“, - ასე ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშს. მინისტრი აღნიშნავს, რომ არსებობს კონტინგენტი, რომლის მიმართაც შესაძლოა, გამოყენებული იქნას დამატებითი ღონისძიებები სასჯელაღსრულების სისტემაში. „როდესაც ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს, რომ იქ იმყოფებიან სამართალდამრღვევები. ამასთან ერთად, არსებობს გარკვეული კონტინგენტი, რომლის მიმართაც შეიძლება იყოს გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები უშუალოდ სასჯელაღსრულების სისტემაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილი. ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებზე ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ციხეებში არსებობენ პრივილეგირებული პატიმრები. ამასთან, ღია ტიპის დაწესებულებებში, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა მკვეთრად დაბალია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)