|
2019-12-09 14:52:55, 1351 ნახვა
კომენტარი
თურნავა - საპენსიო რეფორმის წარმატება არც ერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული
„ადამიანები მიდიან და მოდიან. ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ არცერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე საპენსიო რეფორმა დამოკიდებული არ არის“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ აისახება საპენსიო რეფორმაზე საპენსიო ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელის გადადგომა. მინისტრის განცხადებით, საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი წარმატებული პროცესია, რომელიც კანონმდებლობითაა გარანტირებული. „ადამიანები მიდიან და მოდიან. ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ არცერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე საპენსიო რეფორმა დამოკიდებული არ არის იმიტომ, რომ რეფორმა არის ძალიან კარგად და მკაცრად რეგლამენტირებული კანონმდებლობით და ის ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა, რომლის თაობაზეც სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით უკვე მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)