2019-12-06 14:28:33, 6906 ნახვა
მსოფლიო
Amnesty International - ირანში საპროტესტო გამოსვლებს სულ მცირე 208 მანიფესტანტი ემსხვერპლა
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია “Amnesty International ” - ის მონაცემებით,ირანში ბენზინის გაძვირებასთან დაკავშირებულ მანიფესტაციებს სულ მცირე 208 დემონსტრანტი ემსხვერპლა.
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ეს ირანის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან სასტიკ მოქმედებას და განურჩეველ ძალადობას აჩვენებს.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ უკანასკნელ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ირანში საპროტესტო აქციები 15 ნოემბერს დაიწო, მას შემდეგ რაც მთავრობამ ბენზინზე ფასის 200 პროცენტიანი ზრდა დაანანონსა. აქციების ჩახშობას უსაფრთხოების სამსახურები. შეტაკებებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,