22:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 13:53:34, 2375 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - შეუძლებელია, ამ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ მხარდაჭერა მოიპოვოს

 „შეუძლებელია, დღეს ამ პარლამენტში, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ მხარდაჭერა მოიპოვოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მაჟორიტარული სისტემის შესახებ მმართველი გუნდის წევრთა ნაწილის ინიციატივა განიხილეს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით საკონსტიტუციო რეფორმის რესურსი არ არსებობს.

„აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს დღეს. მაშინ ჩვენ გვჭირდებოდა პრაქტიკულად ყველა დეპუტატის თანხმობა და თუ ყველა დეპუტატი არ დაეთნხმებოდა იმ გადაწყვეტილებას, რაც გუნდმა მიიღო, ეს გადაწყვეტილება ჩავარდებოდა და სამწუხაროდ ასეც მოხდა. ამ შემთხვევაში გვაქვს საპირისპირო სიტუაცია, ახლა იმ იდეას, რომელსაც აყენებს დეპუტატების ნაწილი, უნდა დაეთანხმოს ყველა დანარჩენი, რაც ბუნებრივია, არ მოხდება. აქედან გამომდინარე ვამბობ თავისუფლად და უფრო მყარად, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. თუმცა, ისინი აგრძელებენ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ პროცესს, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გავალთ ხალხში, შევაგროვებთ ხელმოწერებს, კი ბატონო, მათ ამის უფლება აქვთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ხელმოწერების საკმარისი რაოდენობის შეგროვება ვერ მოხერხდება.

„მე არ ვფიქრობ, რომ შეგროვდება ნახევარი მილიონი ან მილიონი ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ ჩვენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე. შეუძლებელია დღეს მხარდაჭერა მოიპოვოს ამ პარლამენტში იდეამ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. თუმცა, ისინიც კარგად აცნობიერებენ ამას და ამბობენ სწორედ ამიტომ, რომ გავლენ ხალხში და შეაგროვებენ ხელმოწერებს. შესაძლებელია შეაგროვონ ხელმოწერების გარკვეული რაოდენობა, თუმცა საქართველოს პარლამენტში დღეს კონსტიტუციური ცვლილების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს თუ საუბარი იქნება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე“, - განაცხადა მამუა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics