|
2015-01-25 13:49:08, 338 ნახვა
საზოგადოება
"სითი პარკის" მიერ გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება შესაძლოა, "112"-ის ბაზაში დარეგისტრირდეს
„სითი პარკს“ ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმოზე გადაყვანის შესახებ შესაძლოა, „საინფორმაციო სამსახურ 112“–სთვის შეტყობინება დაევალოს. ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. „წარმოდგენილი კანონ-პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ავტომობილი დარეგისტრირდება “საინფორმაციო სამსახური 112“-ის ბაზაში. რის შედეგადაც კიდევ ერთი გაუგებრობა აღმოიფხვრება. უმრავლეს შემთხვევაში „სიტი პარკის“ მიერ უკანონოდ გადაყვანილი ავტომობილის მეპატრონე, დიდ დროს ანდომებდა იმის დადგენას, მისი ავტომობილი გაიტაცეს, თუ „სითი პარკის“ მიერ იქნა გადაყვანილი. სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანის შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)