22:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 18:44:21, 2814 ნახვა

კომენტარი
გვარამია: აზრის შეცვლას არ ვაპირებ, უზურპატორი უნდა დაემხოს!

„აზრის შეცვლას არ ვაპირებ, უზურპატორი უნდა დაემხოს,  ნებისმიერი უზურპატორი, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა დაამხოს ხალხმა“, - ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებას.

გვარამია არ გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო, სადაც ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს, ბრალი წარუდგინონ.

„აზრის შეცვლას არ ვაპირებ, უზურპატორი უნდა დაემხოს,  ნებისმიერი უზურპატორი, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა დაამხოს ხალხმა. რაც შეეხება დამხობის მოწოდებას, ამის განმარტებას გავაკეთებ და რადგან იმის განმარტება არ სჭირდებათ თუ უზურპატორი ვინ არის, იმიტომ რომ უკვე დაბარებიდან გამომდინარე გასაგებია,  სწორად გამოიცნეს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი, დიახ ნამდვილად ის არის უზურპატორი. დამხობაში  რა ვიგულისხმე მგონი ისიც მიწერია პოსტში, მაგრამ რაკი წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ჭირს, ეს PISA-ს კვლევებმაც აჩვენა ახლახანს. როგორც ჩანს, საქართველოში ეს დიდად მარტივი საკითხი არ არის. მივალ და დამარცვლით ავუხსნი საგამოძიებო უწყებას, უზურპატორს და მის დამქაშებს, რომლებიც მოხსენიებული მყავს იქ ხუნვეიბინებად  და მანქურთებად. პოსტი გამოძიების დაწყების საგანი პრაქტიკულად გახდა უკვე, სავარაუდოდ ბრალის წაყენების საგანიც გახდება.  პოსტი როგორ შეიძლება გამოძიების დაწყების საგანი იყოს ამ შინაარსის მით უმეტეს.  სიტყვა დაემხოს, როგორც ამ მუხლის დისპოზიციის შემადგენელი სიტყვა, როგორც ჩანს ამ სიტყვამ მოჭრა ყური საგამოძიებო უწყებას. შევახსენებ ყველას, რომ  სიტყვა დაემხოს არ არის ლექსიკონიდან ამოღებული და იგი არც მოკვლას უდრის, არც სისხლისღვრას და არც რაიმე ბრუტალურს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე 6 დეკემბერს, 11:00 საათზეა დაბარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics