|
2019-12-05 12:50:07, 1798 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: მამაომ აღიარა დანაშაული და ამბობს, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნის
„წუხელ მამაო აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა პოლიციაში და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის იმ პიროვნებას და არის მისი“,-ამის შესახებ დაკავებული ბერ-მონაზონის ადვოკატმა, ჯიტა გულუამ განაცხადა. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეს მყოფის დაკავების საფუძველი მიმალვის საფრთხის არსებობა გახდა. „თავდაპირველად დაკავებული იქნა მალანია, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა მამაო, თუმცა ისინი არავის არ დახვდნენ, თან ჰქონდა ეს ჩანთა ამ პიროვნებას ვინც თავდაპირველად დააკავეს, მალანიას, რომელიც აღიარებს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 14.5 გრამს წარმოადგენს ეკუთვნოდა მას. რაც შეეხება მამაოს, წუხელ მამაო აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა პოლიციაში და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის იმ პიროვნებას,ამბობს, რომ არის მისი. მიუხედავად იმისა რომ ბრალის აღიარებით გამოცხადდა, ის დააკავეს იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა არსებობს მიმალვის საფრთხე. რას შეეხება იმ გარემოებას, ვის ეკუთვის ნარკოტიკული საშუალება, დღეის მდგომარეობით ნამდვილად არ არის დადგენილი ნარკოტიკული საშუალების კუთვნილება რომელიმე პიროვნებისადმი. ეს გამოძიების პრეროგატივაა და ბუნებრივია ეს გაირკვევა . ამ შემთხვევაში გვაქვს ორივეს მხრიდან აღიარებითი ჩვენება“,- განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)