22:56 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 12:42:52, 1288 ნახვა

კომენტარი
წილოსანი: მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერთან ცხარე კამათს შევესწარი

„მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერთან ცხარე კამათს შევესწარი“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეპუტატებს ეთანხმება იმ ნაწილში, რომ შესაძლებელია ამ იდეის განხორციელება დაიწყოს და შემდეგ გავიდეს საზოგადოებაში მათი აზრის გასარკვევად. მისი თქმით, ის კანონპროექტის ინიციატორთა რიგებში ის არ არის.

„ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივა ითვალისწინებს პროცესის დაწყებას. გუშინ ამ თემასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერთან ცხარე კამათს შევესწარი. თუმცა მესმის და ვეთანხმები ჩვენს დეპუტატებს იმ ნაწილში, რომ შესაძლებელია მიეცეს დასაწყისი, შემდეგ ეს იდეა გავა მოქალაქეებთან, საზოგადოებაში აზრის გასარკვევად. შესაბამისად, ჩვენც, ყველა ამ პროცესის მონაწილე ადამიანები დავრწმუნდებით, რამდენად კარგი ან ცუდი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. არ ვიცნობ ამ ინიციატივას და არ ვარ ინიციატორი, თუმცა ჩემთვისაც საინტერესო იქნება ყველა იმ დადებითი და უარყოფითი ასპექტების გაგება, რასაც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გავარკვევთ. ზოგადად, მგონია, რომ საზოგადოება საარჩევნო სისტემებზე მსჯელობით ძალიან დაიღალა, რადგან მათი პრობლემები გაცილებით სხვა არის. უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ”,- განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics