|
2019-12-04 15:53:33, 1913 ნახვა
კომენტარი
გვარამია ივანიშვილზე: ისეთი ხალხი, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და არჩევნებსაც აყალბებს, უნდა დავამხოთ
„ისეთი ხალხი, რომელიც არც თავისი ნებით მიდის, არჩევის კონსტიტუციურ უფლებას აუქმებს და არჩევნებსაც აყალბებს, უნდა დავამხოთ“,- ამის შესახებ მთავარი არხის დამფუძნებელმა და „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყველა შტო, ისევე როგორც სასამართლო, უფუნქციოა. „ხელისუფლების ყველა შტო არის ისეთი, როგორიც არის სასამართლო, უფუნქციო და გაუქმებული. ქვეყანას ერთი ადამიანი მართავს ბიძინა ივანიშვილი და ეს ერთი ადამიანი, არის ხელისუფლების უზურპატორი. ფორმალურად არცერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს, მაგრამ რეალურად ის არის ერთადერთი ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლებას. მოსამართლეც კი, რომელიც რიგით სასამართლო საქმეს იხილავს , სამოქალაქოს თუნდაც, ისიც ბიძინა ივანიშვილია და რიგითი პროკურორი, რიგითი პარლამენტის წევრიც საკონსტიტუციო უმრავლესობას შეადგენს, ამიტომ ესეთი ხალხი, რომელიც არც თავისი ნებით არ მიდის, არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას აუქმებს და აყალბებს არჩევნებს უნდა დავამხოთ“, - განაცხადა გვარამიამ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)