22:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 13:53:54, 1620 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - ზეწოლის შესახებ განცხადების შემდეგ, ზურაბ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს

20 ივნისს, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის ინფრომაციით, ციხეში ზეწოლის შესახებ განცხადების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაურკვეველი მიზეზით სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

„ბუდაღაშვილთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა, გამოძიება არ დაწყებულა, პროკურატურის ან რომელიმე სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელიც არ შესულა ბატონ ზურაბ ბუდაღავილთან. მეტიც, მოგახსენებთ, რომ იმავე დღეს გადაიყვანეს, გაურკვეველი მიზეზით და მოტივით სხვა საკანში სადაც მარტო იმყოფება, სამარტოო საკანში. გარდა ამისა ამ საკანს ემიჯნება გენერატორი, რომელიც 24 საათის განმავლობაში არის ჩართული და  მუდმივად ყურში ესმის, დილით, ღამით, ნებისმიერ დროს. ჩემი აზრით, არასათანადო პირობები არის და შესაძლოა წამების რაღაცა გარკვეული მეთოდი იყოს“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამართულ ბოლო სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ მასზე უცნობი პირების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. როგორც ბუდაღაშვილმა განმარტა, მას სთოხვდნენ, რომ ოპოზიციის ლიდერების - ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენებები მიეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics