|
2019-12-04 13:23:45, 1915 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - მტკიცება, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება, არის ოპოზიციის მცდელობა, მხარდამჭერებთან სახე შეინარჩუნონ
„მტკიცება, თითქოს ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება და კანონმდებლობის დონეზე რაიმე ცვლილება შესაძლებელია, არის ოპოზიციის მცდელობა, რომ თავის მხარდამჭერებთან სახე შეინარჩუნონ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციასთან შეხვედრაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა, ნათლად გამოჩნდა, რომ ოპონენტების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის. „იმის მტკიცება, რომ საარჩევნო კანონმდებლობის და კოდექსის დონეზე აქ რაიმე ცვლილებების გაკეთება არის შესაძლებელი, ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე ყველაფერი აშკარად გამოჩნდა, არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, რომ თავის მხარდამჭერებთან, ვინც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს, იმ ადამიანებთან გარკვეულწლილად სახე შეინარჩუნონ. მე ვთხოვ მოქალაქეებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვისაც ინტერესი აქვს ამ საკითხზე, საუბარი გავაგრძელოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია „გერმანულ მოდელს“ პარლამენტში სავარაუდოდ, დღეს დაარეგისტრირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)