00:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-01 10:44:11, 3223 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფოთში სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია 2 პირი: 1977 წელს დაბადებული გ.ღ. და 1976 წელს დაბადებული შ.ქ.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი და დანით შეიარაღებული გ.ღ. და შ.ქ. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ფოთში ყაჩაღურად თავს დაესხნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორს - 1980 წელს დაბადებულ ლ. დ.-ს. ბრალდებულებმა მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულის ავტომანქანაში არსებულ, კომპანიის კუთვნილ თანხას - 39413 ლარს. ლ.დ. ავტომანქანაში მიატოვეს და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორი, რომლის მეხსიერების ბარათზე დაფიქსირებულია აღნიშნული დანაშაულის ამსახველი ჩანაწერი.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics