00:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 10:48:48, 3914 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - უცნაურია, რომ სამოქალაქო აქტივისტები არ მოიწვიეს, მაგრამ საბაბს არ მივცემდით ეთქვათ, შეხვედრა ოპოზიციამ ჩაშალაო

„მას შემდეგ, რაც „სალი კლდე“ პოზიცია შეიცვალეს, რომ საერთოდ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი უცნაურია, რადგან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის სათავეში დგანან, არ მიიწვიეს.

„რბილად რომ ვთქვა, უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, ვინც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პროტესტის სათავეში იდგა, ჩვენი მიმართვის მიუხედავად, არ დაპატიჟეს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც „სალი კლდე“ პოზიცია შეიცვალეს, რომ საერთოდ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის და „გერმანულ მოდელის“ შესახებ, საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო. ივანიშვილის ხელისუფლებასთან უამრავი პრობლემა და საკითხია დასასმელი, მაგრამ ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი - დაპირების შესრულება და გერმანულ მოდელზე გადასვლა. აქ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წინადადება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics