00:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 10:24:26, 2821 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე - არ ვფიქრობ, რომ დღეს რაიმე შედეგს მივაღწევთ

„ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ გამოსავალი, ცალმხრივად წავედით კომპრომისზე, თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, პრობლემა არ არის, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ შეხვედრა შედეგიანი იქნება.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს რამე შედეგს მივაღწევთ. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთებით ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ მათ თავის თავზე იტვირთეს ეს ძალიან მძიმე მისია და ამ დიალოგის ორგანიზება დაიწყეს, რაც ჩვენ საზოგადოებას ძალიან სჭირდება. მეორე არის ის, რომ გუშინდელი კოშმარული დღის და ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში ხელისუფლებამ ა(ა)იპების, სსიპ-ებისა და სხვა სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების მეშვეობით ჩვენ ოფისთან მოაწყო, ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმესთვის იყვნენ მზად. მესამე და მთავარი - ჩვენ კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადავდგით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავზე აიღო პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს, ამაზე უარი თქვა. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, ცალმხრივად წავედით კომპრომისზე. თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, მაშინ პრობლემა არ არის, გაგრძელდება ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის. საქართველოს მოქალაქე არის დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“, ხოლო რაც შეგვეხება ოპოზიციურ პარტიებს, ვერავინ დაგვადანაშაულებს, რომ დიალოგზე არ დავთანხმდით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics