|
2019-11-29 16:23:48, 3851 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი გილაური პროექტზე „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს": ჩვენ უფრო მეტი ასეთი ინიციატივა გვინდა
მასშტაბური პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომლის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გამართა, ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. კომპანია „საქართველოს კაპიტალის" გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ასევე ნებართვებს, რომელიც კერძო სექტორს ინვესტირებას გაუმარტივებს. „ჩვენ უფრო მეტი ასეთი ინიციატივა გვინდა. ამდენად, მსგავს ინიციატივებს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ვისარგებლებთ იმ შესაძლებლობებით, რასაც ბიზნესს აღნიშნული პროექტი აძლევს. ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასტუმროების, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი გიგალურმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიულ პრივატიზება დაიწყო, რომლის მიზანსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია. პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს. პრივატიზების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტები დაემატება.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)