|
2019-11-29 16:00:05, 3654 ნახვა
ეკონომიკა
ლევან ვეფხვაძე: ეკონომიკურად ღირებული სახელმწიფო ქონება მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად
„იწყება პრივატიზაციის ახალი ტალღა და ამას აქვს მნიშვნელობა ყველასთვის, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო ქონებაში, რომელიც დევს და მისგან არანაირი სარგებელი არ აქვს არავის, ბიზნესი მოახდენს ინვესტირებას, დაასაქმებს ხალხს, ნახავს სარგებელს თავისთვისაც და სარგებელს მოუტანს ქვეყანასაც“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღამსრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართული პრეზენტაციის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ღირებული ისეთი სახელმწიფო ქონების გამოყენება, რომელიც დღეს უსარგებლოა. „მისასალმებელია, რომ ამ კუთხით იდგმება კონკრეტული ნაბიჯები და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. მოვუწოდებდი ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ეს პროცესი გააგრძელოს. გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში მსხვილი ობიექტები, სადაც საჭიროა უფრო ეფექტიანი მენეჯმენტი და სწორედ კერძო ინვესტორია ყველაზე კარგი მენეჯერი, ყველაზე კარგი დამსაქმებელი, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვისაც და საკუთარი ბიზნესისთვისაც", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ჯარის ჩაუბარებელი უწყება საჯაროდ გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
პუტინის მკლავზე ინექციის კვალი აღმოაჩინეს
დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)