|
2015-07-22 16:05:28, 790 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოავლენის და დააკავეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე და მოქალაქე ირაკლი თედიაშვილი. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვემდე პერიოდში, ირაკლი კვინტრაძემ და ირაკლი თედიაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ბრალდებულ პირს პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად 9000 აშშ დოლარი გამოსძალეს. „გამოძებით ასევე დგინდება, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე საზოგადოებაში ხშირად იყენებდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების სახელს, თითქოსდა მათთან იმყოფებოდა ახლო მეგობრულ ურთიერთობაში, მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად თავის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონით მათი თანდასწრებით აკეთებდა ინსცენირებას თითქოსდა საუბრობდა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების მაღალ თანამდეობის პირებთან, მათი სახელით პირდებოდა მოქალაქეებს სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას და ვითომდა დახმარების მიზნით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად სძალავდა დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება ირაკლი კვინტრაძისა და ირაკლი თედიაშვილის მიერ ჩადენილი თაღლითური ფაქტების გამოვლენისა და დადგენის მიზნით. მივმართავთ საზოგადოებას, რომ საქართველოს პროკურატურის სახელით ჩადენილი მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარ პროკურატურას”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)