|
2019-11-28 14:38:01, 1485 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავია, არსებული ფონის მიუხედავად, ეკონომიკის განვითარების ტემპი შევინარჩუნოთ
„რასაკვირველია, ნებისმიერი რადიკალიზაცია, დესტაბილიზაციის მცდელობა არის ნეგატიური ჩვენი ეკონომიკისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ როგორ აისახება მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკონომიკაზე. ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებული ფონი ბიზნესზე არ აისახოს. „ახლა ჩვენი, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრების და მათ შორის ჩემი მთავარი საზრუნავია, ამ ფონის მიუხედავად, ბიზნესი, ინვესტორები არ დავაფრთხოთ და ყველანაირი შესაძლებლობა მივცეთ, რომ ეკონომიკა კვლავ იმ ტემპით განვითარდეს, როგორც აქამდე ვითარდებოდა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საპროტესტო გამოსვლები სრულიად დემოკრატიული პროცესია, თუ ისინი კანონის ჩარჩოს არ სცდება და მათი მიზანი სახელმწიფო სტურქტურების პარალიზება არ არის. „რაც შეეხება არაკანონიერ გამოვლინებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი მუშაობის ხელის შეშლისკენ და სახელმწიფო უწყებების, სტრუქტურების პარალიზებისა და საბოტაჟისკენ, ამას ძალიან ადეკვატური პასუხი ეცემა სრულიად ცივილიზებული სახით. არ მგონია, რომელიმე განვითარებულ სახელმწიფოში რაიმე სხვა რეაქცია ჰქონოდეს ხელისუფლებას ამაზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)