|
2019-11-28 13:05:11, 1212 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2021 წელს საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს
„2021 წლის მაისში, საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ იქნა მიღებული. „ჩვენუკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა საქართველოში ჩატარდება. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ 2015 წელს თბილისში ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმი არის ბევრად უფრო მასშტაბური, როგორც მონაწილეების რაოდენობით, ისე იმ ღონისძიებებით, რომლებიც გაიმართება წლიური შეხვედრის ფარგლებში“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბანკის სათაო ოფისიდან ჩამოვა სპეციალური დელეგაცია და სამუშაო ჯგუფი დაიწყებს სერიოზულ მზადებას ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)