00:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 12:59:20, 1477 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი: მსგავსი მეთოდებით პიკეტირების მცდელობა ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში სისხლის სამართლის დანაშაულია

 „როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან აშშ-ში, მსგავსი მეთოდებით პიკეტირების მცდელობა მოხდეს? ეს აბსოლუტურად დაუშვებელია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირება ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ჩვენ ვუზრუნველყოფთ როგორც ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კონსტიტუციურ ფარგლებში გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს უნდა იყოს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ნებისმიერ გადახვევაზე კანონიდან ან კონსტიტუციიდან იქნება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის ჩვენი პოზიცია. მეორე - როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ევროპის რომელიმე სახელმწიფოში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი მეთოდებით, რაც ჩვენ ვიხილეთ, პიკეტირების მცდელობა მოხდეს? ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში. ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ შევდგეთ როგორც ნორმალური ევროპული სახელმწიფო, რაც უკვე დავადასტურეთ, რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics