15:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 12:42:44, 2792 ნახვა

რეგიონი
იური ნოზაძე ეკო-კორიდორების პროგრამის (ECF) რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ განხორციელებული ეკო-კორიდორების პროგრამის (ECF) რეგიონული  საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნის მნიშვნელობაზე, ე.წ. ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებასა  და ამ პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის  ჩართულობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი  1,5 მილიონი ევრო მოხმარდება როგორც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას ასევე, მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართვა მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა იური ნოზაძემ. 

პროგრამის განხორციელების პერიოდში, ხელი მოეწერა 19 ხანგრძლივვადიან საკონსერვაციო შეთანხმებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მთლიანი ბიუჯეტით 3.2 მლნ ევრო. მათ შორის, საქართველოში - 10 საკონსერვაციო შეთანხმებას, 1,150 000 ევროს ოდენობით. აღიშნულ პროცესში 5000 პირდაპირი და 20 000-მდე არაპირდაპირი ბენეფიციარი ჩაერთო.

შეხვედრაზე  პროექტის ძირითადი შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე,  პროგრამის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები, მათ შორის, რეგიონის მასშტაბით, WWF-სა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის გაფორმებული 19 საკონსერვაციო ხელშეკრულება, რომელიც სამ ქვეყანაში 75000 ჰექტარს მოიცავს.   შეხვედრას გერმანიის, აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს „GOPA Consultants“, „DFS“ და „HessenForst“-ის კონსორციუმი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics