02:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 00:19:34, 1768 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი - 20 ივნისს ამბოხის მსგავსი რაღაცები იგეგმებოდა და საკადრისი პასუხი გაეცა

„20 ივნისს ამბოხის მსგავსი რაღაცები იგეგმებოდა და საკადრისი პასუხი გაეცა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან აქციის დროს მოქალაქეების დაშავების გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ „ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა მოახერხა“.

რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ მოთხოვნას, ივანიშვილის თქმით, რეალურად ეს ოპოზიციას არ სურდა, რადგან „სხვა ინტერესი ჰქონდათ“.

„იმის იქეთ, სამთვიანი აქციები და ასე შემდგომ და ნელ-ნელა გაიშიფრა და გამოვიდნენ რა უნდათ და რისთვის არიან ესენი ქუჩაში , რას ითხოვენ და რას იცავენ. თუგინდ იგივე პროპორციულ არჩევნებზე. გინდათ იგივე პროპორციული არჩევნები?, საერთოდ რეაქცია არ გაუკეთებიათ. გამოიკვეთა, რომ მათ პროპორციული არჩევნები არ უნდოდათ, სხვა რამ უნდათ და მარტივი ასახსნელია რა უნდათ სხვა რამ - ბელადი მათი. დღეს მონებს ეძახიან სხვათა შორის  ჩვენს თანაგუნდელებს და მათ რიგში პლენარულ სხდომაზე, რაც მე არ ვთქვი, მონებს ეძახდნენ და ამან გადასძლია როგორც ჩანს  და დაგვინგრიეს ის მყიფე ერთიანობა, რაც მე მქონდა გუნდში და დააზარალეს სწორედ რაც ჰქონდათ თვითონ, როგორც ჰქონდათ თვითონ დალაგებული, როგორებიც იყვნენ თვითონ ერთიერთზე მოგვაწერენ ჩვენ. როგორც ჰქონდათ ბელადისადმი მიმართება ერთიერთზე მოგვაწერენ ჩვენ, თუმცა მსგავსი არ არის. კიდევ ერთჯერ ვაჩვენე, არ მოსწონდათ, რომ  ივანიშვილი ყველაფერს წყვეტს და ესე არ იყო არც მაშინ, არ არის ეხლა არც დღეს. ჩვენს გუნდში დემოკრატიაა. ერთ მაგალითს ვერ დამისახელებენ. უამრავი ხალხი გავიდა გუნდიდან ჩვენგან და გვაგინებენ , მათი პრობლემაა ეს ,არა ჩვენი. ნახონ და გაიხსენონ ჩემი დიქტატორული ქცევები . ვერც ერთს ვერ გაიხსენებენ. მე ბუნებით დემოკრატი ვარ, ოჯახი იქნება, თუ გარეთ იქნება, და გუნდშიც სწორედ ეს დამოკიდებულება მაქვს, ეს მოხდა ეხლაც. ფაქტები ჰქონდათ, ვერ დავარწმუნე, ვერც შემოვაბრუნე, და მოხდა როგორც მოხდა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით  მაქვს, მაგრამ თვითონ რას აკეთებინებდა ეს ბელადი და რა გააკეთეს, გინდაც კანონმდებლობასთან დაკავშირებით ,გინდათ კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც ზოგადად, ისევ მას მისტირიან, ისევ ის კარნახობს იქედან, ისევ ნაძარცვი ფულით, რამდენიმე კმარა და რაღაც სახელები დაარქვეს, დარბიან ეს ბავშვები ქუჩაში . ეს არის სირცხვილი.  ისევ იმ ერთი კაცის კანონით ის აქ ვერ მოვა. ოთხი თუ ხუთი პროცესი მიდის . ერთი დასრულდა უზენაესის დონეზე და მისჯილი აქვს მას. ის დამნაშავეთ არის ცნობილი ქართული კანონმდებლობით . არც პროპორციული უშველის მაგას, არც შერეული ,არანაირი სისტემა არ უშველის და ეს გუნდიც თავის ბელადისთვის იღწვის ისევ, ეს გამოიკვეთა და ყველაფერს თავის სახელი აქვს ამ მიმართებით....“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics