|
2019-11-27 23:16:37, 1849 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი - ეს ქუჩის ოპოზიცია გამოდის და „სამართლიან არჩევნებს“ ითხოვს, ესე იგი 9 წელიწადი უსამართლოდ ატარებდნენ?
„არაფერი დრამატულიც არ მომხდარა თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მით უმეტეს, იმის ტოლფასი, რომ გამოდიან დღეს ეს ქუჩის ოპოზიცია და ამას აღწერენ, თითქოს რაღაც საშინელება მოვახდინეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენა და მათგან დაინტერესდა, თუ დღეს არსებულ საარჩევნო სისტემას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, თავად რატომ არ შეცვალეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერმა ხაგზასმით აღნიშნა, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა პროპორციულისგან დემოკრატიულობით არ განსხვავდება. „თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა მაგრამ ნახეთ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნები - არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები. არაფერი დრამატულიც არ მომხდარა თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მით უმეტეს, იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან დღეს ქუჩაში ისევ, ეს ქუჩის ოპოზიცია და ამას აღწერენ, რომ რაღაც საშინელება მოვახდინეთ და ითხოვენ „სამართლიან არჩევნებს“. 9 წელიწადი ხელისუფლებაში იყვნენ და ესეიგი უსამართლოდ ატარებდნენ სულ? ან უფრო ადრე ვინც იყვნენ, სულ უსამართლოდ ატარებდნენ? ეს სისტემა დემოკრატიულობით არ განსხვავდება პროპორციულისგან და არიან განვითარებული, ზესახელმწიფოები, რომლებსაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა აქვთ და ამით სარგებლობენ. შესაბამისად, პრივილეგიები აქ არ არსებობს, თუ რომელი უკეთესია. მათი განცხადებები რომ ნახოთ, თვითონვე იშიფრებიან „ნაციონალური მოძრაობა“ ამას რომ ამბობს. 9 წლის განმავლობაში მართავდნენ და დღეს გამოდიან, რომ სამართლიანი არჩევნები უნდათ და თუ დღევანდელი სისტემით ჩატარდება, იქნება უსამართლო. ნახეთ ნაბიჯნაბიჯ როგორ იქცეოდნენ თვითონ. გავიხსენოთ, 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი ასახეს 2005 წელს, შევარდნაძის დროინდელ კონსტიტუციაში რაოდენობები შეამცირეს მაგრამ პროპორციულები დატოვეს, სადაც 2/3 პროპორციულად აირჩეოდნენ დეპუტატების, 1/3 მაჟორიტარულად. 2008 წელს არჩევნების წინ შეცვალეს ეს მაგრამ პროპორციულ სასარგებლოდ კი არა, მაჟორიტარულის სასარგებლოდ. ეს ხალხი დღეს როგორ იღებს ხმას? 2010 წელს მათი ბელადი გამოვიდა და თქვა იმ NGO-ებთან, რომლებიც დღეს გვერდს უმშვენებენ ქუჩებში, თქვა, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე საუბარი არ შედგება და ჩაკეტა საკითხი. ეს ხალხი დღეს გამოდის და ესენი ითხოვენ ჩვენგან პასუხს“, - განაცხადა ივანიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის განსჯის უფლება ხალხს აქვს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. „რაც მთავარია მათთან ჩვენ პასუხი გასაცემი არ გვაქვს, ყველასთან შეგვიძლია ვილაპარაკოთ, საზოგადოებასთან გვაქვს პასუხი გასაცემი რადგან ვთქვით და არ შევასრულეთ. ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე. ამათ შეუძლიათ აწიონ ეს თემა, შეახსენონ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ჩვენ გავაკეთეთ ასეთი განცხადება, დავპირდით, ვერ შევასრულეთ თუ არ შევასრულეთ, როგორი ინტერპრეტაციითაც უნდათ ისე მიაწოდონ და ამომრჩეველს შეუძლია ჩვენ განგვასაჯოს. მაგრამ, ესენი ვინ არიან დღეს ქუჩაში რომ დგანან და ამას ითხოვენ? ამ ხალხს შუბლის ძარღვი რომ დიდი ხანია გაწყვეტილი აქვს გასაგებია, მაგრამ ელემენტარული ლოგიკაც აქვთ დაკარგული. რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მით უმეტეს ამ სისტემაზე გადასვლას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)