00:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 16:22:37, 3080 ნახვა

სამართალი
პროკურორი: თუ დანაშაულის ნიშნები დადგინდება, ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიებას დავიწყებთ

„იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ არსებობს შესაბამისი დანაშაულის ნიშნები, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადების თაობაზე გამოძიება დაიწყება“, - ამის შესახებ 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა.

მისი თქმით, ბუდაღაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ გარკვეული სახის ზეწოლასთან დაკავშირებით 5 თვის განმავლობაში სასამართლოსთვის არაფერი განუცხადებია.

„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა მისი მოწმეები. დაიკითხა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ისაუბრეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაზე, ბრალდებულების დაკავებაზე და სხვადასხვა გარემოებებზე.

ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა გარკვეული სახის ზეწოლა, თუმცა ამის თაობაზე მას არ განუცხადებია რამდენიმე თვის წინ პენიტენციურ დეპარტამენტში, როგორც განაცხადა დღეს. ბუნებრივია ბრალდების მხარე და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს ამის თაობაზე, რათა მოხდეს საქმეზე რეაგირება. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ არსებობს შესაბამისი დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება. თუმცა ბრალდებულმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მასთან შემოსული იყო ორი უცნობი პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც არ მომხდარა. მან განაცხადა, რომ არ იცის ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ისაუბრებს,  თუ დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები. ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი ბრალდებულია მოცემულ საქმეზე, თუმცა ამაზე არავის უსაუბრია. დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ ის დეტალურად ისაუბრებს შემდგომში ამ საკითხებზე. ჩვენ, ბუნებრივია, თუ მივიღებთ დეტალურად ინფორმაციას, რომ არსებობს კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება. თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ 5 თვის განმავლობაში ზეწოლის თაობაზე არაფერს ამბობდა და დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა ამსაკითხებზე ესაუბრა. ბუნებრივია, მივიღებთ ყველა ზომას, რათა აღნიშნულ საკითხი გაირკვეს“, - განაცხადა ვაჟა თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა დღეს, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ  მისი დაკავების შემდეგ, მასთან ყალბი სახელებით ორი უცნობი პირი შევიდა  და უთხრა, რომ თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მელიას, ოქრუაშვილის და უგულავას  წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, მას და მის ოჯახის წევრებს პრობლემები აღარ შეექმნებოდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics