02:06 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 13:24:40, 2437 ნახვა

კომენტარი
მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: მოსახლეობამ ისინი პარლამენტში სასაუბროდ აირჩია და არა იმისთვის, რომ ქუჩებში გამოვიდნენ

“საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა, ისინი აირჩია პარლამენტში სასაუბროდ, თუნდაც საკამათოდ მწვავე საკითხებზე და არა იმისთვის, რომ ქუჩებში გამოვიდნენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი ოპოზიციას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა საარჩევნო სისტემის ცვლილებას ქუჩის აქციებით ითხოვს, მოუწოდებს, საქმიანობა ისე გააგრძელონ, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს შეეფერება.

"დიალოგი უნდა ვაწარმოოთ იმის შესაბამისად, როგორც ეს ეკადრება თანამედროვე სახელმწიფოს. სახელმწიფოს ეკადრება ისე, რომ ეს იყოს შენობაში, პარლამენტში, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია. მათ ავიწყდებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც ისინი აირჩია, აირჩია პარლამენტში სალაპარაკოდ, თუნდაც საკამათოდ მწვავე საკითხებზე და არა იმისთვის, რომ ქუჩებში გამოვიდნენ. თუ სურთ, რომ აქციები ქუჩებში იყოს, მაშინ საერთოდ რატომ იბრძვიან, რომ რომელიმე სისტემით მოხვდნენ პარლამენტში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა უმრავლესობის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. კერძოდ, აქტივისტები დეპუტატს მედიაცენტრ „მთავარში“ მაშინ მიუვარდნენ, როდესაც მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. ახალგაზრდებმა მას შენობა ხმამაღალი შეძახილებით და სასტვენებით დაატოვებინეს.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics