2019-11-27 11:35:09, 2605 ნახვა
სამართალი
ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი
ცაგერის რაიონში მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა პოლიციელებს შორის შელაპარაკება, რომლის გამოც სავარაუდოდ, მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მესამე დაჭრილი პირი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი ფრაქცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,