02:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 16:45:35, 1748 ნახვა

კომენტარი
კალაძე - როდესაც არ არის ხალხის რაოდენობა და გზა გადაკეტილია, ეს კანონდარღვევაა

„როდესაც არ არის ხალხის რაოდენობა და გზა გადაკეტილია, ეს არის კანონის დარღვევა. რაც შეეხება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებას, ეს არის დანაშაული და მოჰყვა შესაბამისი რეაგირება“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, თუ მოქალაქეები კანონის ფარგლებს არ გაცდებიან, მათ აზრის გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს.

 „ადამიანებს აზრის გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს. 2012 წლის შემდეგ, ეს პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს. თუ გაცდებიან კანონის ჩარჩოებს, ამას მოყვება რეაგირება. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის ხალხის რაოდენობა და გზა გადაკეტილია, ეს არის კანონის დარღვევა, არ შეიძლება. მეორე - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება არის დანაშაული, ცდება კანონის ფარგლებს და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად საჭირო იყო აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლის მანქანის გამოყენება, კალაძემ აღნიშნა, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, ადგილზე შეკრებილები გააფრთხილეს.

„ამ ადამიანებს მიმართეს სანამ მოხდებოდა მათი გაწევა. სხვათაშორის მიმართათ მერიის წარმომადგენელმაც და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმაც. მისცეს ამ ადამიანებს დრო, რომ თვითონვე გადაეტანათ ეს ნივთები. სხვათაშორის რამოდენიმე ქუჩაზე თვითონვე ადგნენ და გადაიტანეს ყველაფერი, არ შეუქმნიათ პრობლემა. ერთი კონკრეტული ქუჩა იყო, სადაც გაწიეს წინააღმდეგობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის ბლოკირების უფლება არ მიეცემა არავის, ეს არის კანონის დარღვევა. ხოლო თავიანთი აზრის გამოხატვას ამ ადამიანებს ვერავინ შეუზღუდავს, რაც არ უნდა კრიტიკული მოსაზრებები ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხზე. არსებობს მშვიდობიანი ფორმა, კანონი და ამ კანონის ფარგლებში აქვთ უფლებაც და შესაძებლობაც, ვერავინ გაბედავს შეზღუდვას, მაგრამ თუკი გაცდებიან კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics