|
2019-11-26 15:58:10, 1866 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ასეთი უნიათო და დექსტრუქციული ოპოზიცია ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია
„ასეთი უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, მომავალშიც არ ეყოლება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასული ორი კვირის განმავლობაში საზოგადოებამ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია იხილა. „ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებს რუსეთის აგენტებს, პრორუსებს და მეორე მხარეს იდგნენ ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას. ეს ორი ძალა იდგა ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ. ამაზე უკეთეს ლუსტრაციას ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვინატრებდით. ოპოზიციამ საკუთარი თავი წარმოაჩინა როგორც აბსოლუტურად დესტრუქციულ და უნიათო ძალად. ასეთი უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, მომავალშიც არ ეყოლება. ჩვენ მათი წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ. სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს და ხელისუფლებაც იმოქმედებს ისე, როგორც მართებს“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ეს პროცესი პოლიტიკური სისიტემის გაჯანსაღებით და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიციის ჩამოყალიბებით დასრულდება. „დაწყებულია მარგინალური და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაციის პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით და ეროვნულ და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიციის ჩამოყალიბებით დასრულდება. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადია. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც დღეს არ ზის არც ერთი ნაციონალი, სხდომათა დარბაზში ასევე, არ იჯდება არც ერთი ნაციონალი არც შემდეგ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ ფასეულობების მატარებელი პარტიები და მათი წარმომადგენლები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც მისი შეფასებით, ამ დღეების განმავლობაში სახელმწიფო ჰუმანურ და ძლიერ სახელმწიფოდ წარმოაჩინეს და ასევე საზოგადოებას, რომელიც „მოვლენებს სწორად აფასებს“. „მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, რომელიც სწორად აფასებს მოვლენებს, სწორად ხედავს ყველაფერს და სწორედ, ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)