|
2019-11-26 13:22:38, 1349 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი უმრავლესობას - 7 წლის თავზე მინაშვილისგან და გაბაშვილისგან სპეცრაზმით იცავთ თავს, ამას მოხერხება უნდა
„7 წლის თავზე აკო მინაშვილისგან და გოკა გაბაშვილისგან თავს იცავთ სპეცრაზმით, რომ პარლამენტის შენობაში შემოხვიდეთ, ვფიქრობ, ეს ან უნდა მოახერხო“, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს. როგორ გოგიჩაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების სისტემა შენარჩუნებულიყო და დამნაშავეები გარეთ ყოფილიყვნენ. „ვფიქრობ, ეს ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული ზუსტად იმ სათქმელისთვის, რაც არის რეალური დაკვეთა დღეს ჩვენი საზოგადოების. მე არ ვიცი ვინ იღებთ ამაზე პასუხისმგბელობას, როგორ იღებთ, საერთოდ რა იფიქრეთ, რა განვითრება გაქვთ, როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ აკო მინაშვილისგან 7 წლის თავზე თავს იცავთ სპეცრაზმით, რომ შემოხვიდეთ პარლამენტის შენობაში. ვფიქრობ, ეს ან უნდა მოახერხო, რომ გოკა გაბაშვილის გამო გამოიყვანო სპეცრაზმი. ადამიანებმა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქვეყანაში, რომ უბედური ყოფილიყო ეს საზოგადოება, ამ ადამიანებისგან მოგიწიათ თავის დაცვა. რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი ჩვენ ხომ კარგად ვიცით? იმიტომ რომ სისტემა გადმოიბარა სამწუხაროდ პოლიტიკურმა გუნდმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. ყველა პროკურორი გადმოიბარეთ, ყველა მოსამართლე გადმოიბარეთ, ყველა პოლიციელი გადმოიბარეთ, რომელსაც ან ნარკოტიკი ჩაუდია ადამიანებისთვის ან რამე გაუკეთებიათ. თქვენ ყველა ის ადამიანი გადმოიბარეთ, ვინც სქემებს აკეთებდა. ყველას არ ვგულისხმობ, ვინც თავის თავზე იღებს, იმან მიიღოს, მაგრამ დღემდე არიან ბევრი ნორმალური და წესიერი ადამიანები, რომლებსაც ზუსტად ასევე ტკივათ ეს ამბავი, როგორც შეიძლება ბევრ მათ მხარდამჭერს გარეთ ტკიოდეს. მაგრამ, „ქართულ ოცნებაში“ მინიმუმ 12 კაცია სამწუხაროდ, ვისაც 1 ოქტომბერს აქვს ხმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიცემული. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სისტემა შენარჩუნებულიყო და დამნაშავეები ქვეყანაში გარეთ ყოფილიყვნენ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოების მთავარი დაკვეთა პოლიტიკური სივრცის ე.წ. ორპოლუსიანობისგან გაწმენდაა, რომლის შენარჩუნებასაც, მმართველი გუნდი დღემდე ცდილობს. „ლაშა ნაცვლიშვილი ხომ ამბობდა, პირველი პროკურორი, რომ ჩვენ ადამიანები არ დავიჭირეთ და დავტოვეთ იმისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, რომ რაღაც სახე შეგვექმნა, რომ ოპოზიცია არსებობს. დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გჭირდებათ იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა შენარჩუნდეს, იმისთვის რომ ყველაფერი დაიხუთოს ამ ქვეყანაში. გაჩერდა ქვეყანა ამ ორპოლუსიანობაში. არანაირი განვითარება, არანაირი პერსპექტივა, ისევ ის დღის წესრიგი. ვინები გამოდიან? ზოდელავას და ზომბებს აცოცხლებთ? ადამიანებს, რომლებიც პასუხიმსგებლობაში უნდა მიგეცათ, დღეს რატომ უნდა იდგნენ აქ და რატო უნდა ხდებოდეს ამ სიტუაციაში ყოფნა?! ბევრმა რატომ გადაუსვა ხაზი 1 ოქტომბრის მონაპოვარს? ეს არ ყოფილა დაკვეთა. ვისთვის აღდგა სამართლიანობა ამიხსენით. რაც თქვენ გააკეთეთ ეს არის უპასუხისმგებლობა და დღესაც გინდათ, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს. საზოგადოების მთავარი დაკვეთაა, რომ ამ ორპოლუსიანობისგან გაიწმინდოს პოლიტიკური სივრცე. ჩვენ გვესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ იმგვარი არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში, რომ ელექტორალურად ძალიან სერიოზული პრობლემები იყოს ყველასთვის. რასაც ეხლა აკეთებთ, ეს არ არის სწორი. არ შეიძლება პოლარიზაცია, იმიტომ რომ ამ პოლარიზაციაში ქვეყანა გაჩერდა, დაჭაობდა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის, პლენარული სხდომა საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, სხდომებს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. სხდომას არც „საქართველოს პატრიოტები“ ესწრებიან. დარბაზში უმრავლესობის წევრების გარდა, რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი იმყოფება.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)