|
2019-11-25 19:44:17, 1912 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ზუგდიდში, კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართა. ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. გამოვლინდა და დაჯილდოვდა სამი საუკეთესო ღვინო. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმა. მოეწყო სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასებში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილი იყო ჩაისა და ყველის სივრცეები. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებას და მის შემდგომ განვითარებას. ასევე, ბიზნესების წახალისებას, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით მოეხდინათ საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია. ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის ცნობადობის ზრდა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები მათ ეხმარება, დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ ახალი პარტნიორები“,-განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ფესტივალზე გაიმართა იტალიელი მოგზაურის, კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. ასევე, ART სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები. მთელი დღის დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ფოლკლორული ანსამბლები. საღამო კი ბენდმა „Yellow“-მ დახურა.
(R)
დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსა და ირანთან ერთად აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ამყარებს კავშირებს
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)